понедельник, 9 мая 2016 г.

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო ჩემი პროექტი  ,,სურამის ციხე"
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე-8 დღე

მეექვსე და მეშვიდე  მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად.

суббота, 7 мая 2016 г.

მე-7 დღე


,.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები შემდეგი თვალსაზრისით. პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით კოლეგას შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანი-ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და შეფასების დროის ჩარჩოში შევიტანე ცვლილება . ჩავამატე ორი ინსტრუმენტი ჩეკლისტი და რუბრიკა. ბოლოს გეგმის შაბლონში გავწერე  პროექტში გამოყენებული შეფასების მიზნები, პროექტის რუბრიკა  მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს

воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-6 დღე

მე-6  დღე
 შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს, პროექტის მსვლელობის მანძილზე მიღებული ცოდნის შეჯამებაში ასევე შევქმენი ჩეკლისტი მოსწავლეებისათვის, რომელიც დაეხამარება მათ ნამუშევრის შესრულებასა და მის შეფასებაში.

суббота, 23 апреля 2016 г.

მე-5დღე

ეს მოდული დამეხმარა გავცნობოდი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტენეტს სწავლის პროცესზე. ბლოგზე ავტვირთეთ საკუთარი   პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთის მიზნები და ამოცანები, საკვანძო კითხვები.შეფასების რუბრიკების გამოყენებით
Bookmarks-ის გამოყენებით დავიმახსოვრეთ ჩემთვის საჭირო საიტები.
გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რათა მოპოვებული ინფორმაცია დაცული იყოს.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მე-4 დღე

 მე-4 დღე
ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი ხუთ სტრატეგიას. ამ სტრატეგიებში გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. ეს მეთოდები და ინსტრუქციები დამეხმარა შევუთავსო მოსწავლეებს
1.წინარე ცოდნა
2.პროგრესის მონიტორინგი
3.თვითრეგულირება და თანამშრომლობა
4.მეტაშემეცნების წახალისება და გაგების შემოწმება
5.გაგების დემონსტრირება
.გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია.